მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე სასამართლოში მორიგი პროცესი მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე სასამართლოში მორიგი პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება , საუბარია სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშზე. დღევანდელ პროცესზე ქართველი ექსპერტიც დაიკითხება. ცნობილია, რომ დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ დაესწრება ყოფილი პრეზიდენტი.
