2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3 მილიარდ ნახევარი დოლარის შემოსავალი მიიღო
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. შემოსავალთან ერთად გაზრდილია საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც, 2022 წელს ქვეყანაში ხუთი მილიონ 400 000 ტურისტი ჩამოვიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი.
