საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - კლინიკაში რჩებიან დაჭრილები
საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკვე მეოთხე დღეა თელავისა და საგარეჯოს სამმართველოებში დაკითხვისა და გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს. იკითხებიან როგორც დაზარალებულები, ისე თვითმხილველები . რა მოტივი ამოძრავებდა თავდამსხმელს, ნოდარ ათუაშვილს ამ დრომდე უცნობია. კვლავ კლინიკაში რჩებიან საგარეჯოში დაჭრილები. თავდასხმისას დაშავებული ხუთი ადამიანიდან სამს ამ დრომდე კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობენ. კვლავ მძიმეა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. პაციენტი სტაბილურად მძიმეა.
