დაღუპული პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდები დღეს ვაზისუბანში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში გაიმართება
დაღუპული პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდები დღეს ვაზისუბანში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში გაიმართება, ხვალ კი ოთარ ღვინაშვილს მშობლიურ სოფელში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ. ის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. 37 წლის ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი იყო. მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. შეგახსნებთ საგარეჯოში მომხდარ სროლას სულ 5 ადამიანი ემსხვერპლა.
