"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე საუბრობს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე საუბრობს. ამის მაგალითად ირაკლი კობახიძე რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე , სიენენის ჟურნალისტის შეკითხვას განხილავს , რომლის ადრესატიც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო. მმართველი პარტიის თავმჯდომარე წერს , რომ საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, რეალობა , რომ განსხვაბებულია ამის დასადასტურებლად ირაკლი კობახიძე კონკრეტულ ციფრებს და პროცენტებს ასახელებს. ამავე თემაზე საუბრისას ირაკლი კობახიძე ქართულ ოპოზიციასაც აკრიტიკებს და წერს, რომ მათთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს.
