ჯორჯ კობის გზა ამბროლაურიდან ამერიკამდე
მართალია, საახალწლო დღეები მოვილიეთ, მაგრამ ეს განწყობა ჯერ კიდევ მოგყვება, თანაც გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩინური კალენდრით ახალი წელი სწორედ დღეს ღამე შემოდის და ამიტომაც, ამბავი, რაზეც ახლა გიამბობთ ამ საზეიმო დღეებისგან შორს ნამდვილად არ იქნება. ალბათ ბევრი თქვენგანი ნაძვის ხის მორთვას სრული სერიოზულობითა და მონდომებით უდგება, მაგრამ შეიძლება ბევრისთვის უცნობი იყოს, რომ პირველი შუშის სათამაშო ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა გიორგი კობახიძემ, იგივე ჯორჯ კობიმ გვისახსოვრა. ეს კიდევ ყველაფერი არ არის, ის რომ თანამედროვე არქიტექტურაში დღეს მინა ერთ-ერთი წამყვანი დეტალია და მისი ათვისება მდგრადობის გათვალისიწინებით ადვილად შესაძლებელია, ამ მონაპოვრისთვის მსოფლიო არქიტექტურა სწორედ ქართველ ემიგრატთან არის ვალში. კიდევ არაერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება გიორგი კობახიძის სახელს, რომელზეც რუსა შელია ამერიკიდან საინტერესო რეპორტაჟს შემოგვთავაზებს.
