დავოსის ეკონომიკური ფორუმი
დავოსი ეკონომიკური შესაძლებლობების მექაა. ყოველ წელს შვეიცარიის ამ პრესტიჟულ საკურორტო ზონაში პოლიტიკური ეკონომიკა და ეკონომიკის პოლიტიკა ზღვარს კარგავს და იგი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის თავის წარმოჩენისა და ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო პლატფორმა ხდება. ამ პლატფორმაზე კი საქართველო თავისი ახალი პროექტებით, შესაძლებლობებითა და მონაცემებით წელს რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი ყევლაზე ყურადსაღები მონაწილე იყო. თავად პანელის ამბიციური სათაურიც: „ევრაზიის შუა დერეფანი - ბილიკიდან გზატკეცილამდე“ - იმის დასტურია, რომ კავკვასიის რეგიონს, მწვანე ენერგიასა და შვი ზღვის კაბელის რეალიზებას ევროპისთვის ამ გლობალური გამოწვევის ფონზე უდიდესი დატვირთვა აქვს. პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთხელ წარუდგინა და იმ სამომავლო პროექტებს გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის მიმზიდველობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. პანელს ლაიტმოტივად გასდევდა ფრაზაც, რომ ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობისთვის ჰაერივით საჭიროა სტაბილურობა, სიმშვიდე და თანამშრომლობა.