ომი უკრაინაში
ომის 332-ე დღე. უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტსა და კრემენნოეში, სადაც რუსეთიც და უკრაინაც დიდ დანაკარგებს განიცდიან. საოკუპაციო ძალები გააქტიურდნენ ზაპოროჟიეშიც. რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე უკრაინა დასავლეთს მხარდაჭერის გაძლიერებას სთხოვს. მოკავშირეების ზეწოლის მიუხედავად, გერმანიას უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რის გამოც კიევში იმედგაცრუებას ვერ მალავენ.
