კლანების დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“
ზუსტად ერთ კვირაში ნაციონალურ მოძრაობაში მრავალთვიანი ბატალიები დასრულდება და არჩევნები ჩატარდება. ყოველი შემთხვევისთვის ამ ბატალიების ერთი ეტაპი მაინც დასრულდება, რადგან რა მოხდება არჩევნების შემდეგ ამის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ისევე, როგორც შეუძლებელია ურთიერთბრალდებების ნიაღვარში გარეშე თვალმა გაარკვიოს ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ შიდა არჩევნებში დახარჯული ენერგია, მხოლოდ ეროვნულ დონეზე ჩატარებულ არჩევნებს თუ გაუტოლდება, მაგრამ ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ამხელა რესურსის დახარჯვა სულ ტყუილად ხდება, რადგან პროცესის ფინალი მხოლოდ დაშლაა. მარიამ ლორთქიფანიძე მოუყარა თავი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ ურთიერთბრალდებებს.
