საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია
საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიიდან მესამე დღეს, უკვე პირველი ვერსია გაჩნდა, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მასშტაბური მკვლელობის წინაისტორია. თვითმხილველთა ნაწილი მედიასთან საუბრობს, რომ მომხდარს წინ უძღოდა მკვლელსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის კამათი და შელაპარაკება. გამოძიება ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს, რადგან ამ დრომდე მიმდინარეობს საქმეზე მოწმეთა დაკითხვები და გამოკითხვები. დაჭრილთა უმეტესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა ერთი პაციენტის ჯანმრთელობა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. საბა ხვიჩია გაგვაცნობს ბოლო დეტალებს, საგარეჯოში მომხდარი მასშტაბური მკვლელობის შესახებ.
