მანანა თუმანიშვილის გამოფენა
ეროვნული გალერეა მანანა თუმანიშვილის გამოფენას მასპინძლობს. კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრნენ. ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიცია აერთიანებს მანანა თუმანიშვილის 70-მდე ნამუშევარს, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკით არის შესრულებული.