შეერთებულმა შტატებმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანს ნაციონალურ კრიმინალურ დაჯგუფებად გამოაცხადა
შეერთებულმა შტატებმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანს ნაციონალურ კრიმინალურ დაჯგუფებად გამოაცხადა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. სანქციების დაწესება იგეგმება მათთვისაც, ვინც „ვაგნერთან“ თანამშრომლობს. უკრაინაში ამჟამად „ვაგნერის“ 50 ათასამდე მებრძოლი იმყოფება, რომელთაგან 40 ათასი მსჯავრდებულია.
