რამშტაინის ავიაბაზაზე გამართული შეხვედრა
რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე, კიევი დიდ იმედებს ამყარებდა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც რამ შტაინის ავია ბაზაზე გაიმართა. 15 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინის ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის მზად არიან, თუმცა კიევისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. პოლონეთი და ფინეთი, რომელთა შეიარაღებაშიც „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები ირიცხება, მზად არიან, ისინი უკრაინას გადასცენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიამ უნდა მიიღოს. ბერლინში კი გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.
