კლანების დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“
ნაციონალურ მოძრაობაში კლანებს შორის დაპირისპირება დღითი დღრე მწვავდება. პარტიის თავმჯდომარეობის ერთერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელიას უპირიპირდება. მისი განცხადებით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. ლევან ხაბეიშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ, ნაც მოძრაობის ზუგდიდის ადგილობრივ ორგანიზაციაში და თქვეს, რომ ლევან ხაბეიშვილი ტყუის და მათ ნიკა მელიას მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. მმართველ გუნდში ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებაზე ამბობენ, რომ პარტია დაშლის პირას არის.
