მოკლული პოლიციელი საკუთარ სახლში გადაასვენეს
საგარეჯოში მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი მანავში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. 37 წლის ღვინაშვილი მაშინ დაიღუპა, როცა საგარეჯოში, ტრაგედიის ღამეს ერთერთი მოქალაქის გადარჩენას ცდილობდა. ის მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც მას თავდამსხმელმა ესროლა. ოთარ ღვინაშვილი ერთერთია იმ ხუთ ადამიანს შორის, რომლებიც შეიარაღებულმა ყოფილმა სამხედრომ იმსხვერპლა. ღვინიაშვილი საგარეჯოს პოლიციაში მუშაობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
