პრემიერა დმანისის თეატრში
დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასმა, თეატრის დაარსებიდან 33 წლის იუბილესთან დაკავშირებით დრამატული კომპოზიცია „ჩემო კალამო ანუ, ჩვენი გოლგოთა“ წარმოადგინა. საპრემიერო ჩვენება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრში შედგა. პრემიერას კულტურის მინისტრი დაესწრო.
