დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის ხევში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სააგენტოში ამბობენ, რომ ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
