პრემიერა დმანისის თეატრში
დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასმა, თეატრის დაარსებიდან 33-ი წლის იუბილესთან დაკავშირებით დრამატული კომპოზიცია „ჩემო კალამო ანუ, ჩვენი გოლგოთა“ წარმოადგინა. საპრემიერო ჩვენება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრში შედგა. პრემიერას კულტურის მინისტრი დაესწრო.
