სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალა ურიგდება
ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადასახურად სამშენებლო მასალის დარიგება დაიწყო. როგორც ქუთაისის მერიაში აღნიშნავენ, დაზიანებული სახურავების დემონტაჟის და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობას ურიგდება გადასახური მასალა, რომელსაც ყველა დაზარალებულ ოჯახს ადგილზე მიუტანენ.
