რუსული ნავთობი
გასული წლის აპრილის შემდეგ რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ევროპული სანქციებით გამოწვეული სირთულეების გადალახვა შეძლო. ამის შესახებ "ბლუმბერგი" წერს. გამოცემის ცნობით, გასულ კვირებში რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა 30-ი პროცენტით გაიზარდა და დღე ღამეში სამი მთელი 8 მილიონი ბარელი შეადგინა. ამასთან, ნავთობის მიწოდება აზიაშია გაზრდილი, ევროპაში, კი თითქმის მთლიანად არის შეჩერებული.
