ზელენსკი ერდოღანის სატელეფონო საუბარი
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ორი ქვეყნის ლიდერებმა თურქეთის მიერ უკრაინის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარება, ასევე მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების საკითხი განიხილეს. „პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, საკუთარ თავზე აიღოს შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის გრძელ ვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, შეიტანოს დიპლომატიური წვლილი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე მიმდინარე პროცესის დაჩქარებასა და ტყვეთა გაცვლის პროცესში. ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
