ომი უკრაინაში
უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. რთული ვითარებაა ბახმუტსა და სოლედარში. ქალაქებზე სრული კონტროლის დამყარებას ოკუპანტები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. საოკუპაციო ძალები გააქტიურდნენ ზაპოროჟიის ოლქშიც. რუსული მედიის ინფორმაციით, მათ ორი სოფლის აღება შეძლეს, რასაც უკრაინული მხარე ჯერჯერობით არ ადასტურებს.
