ლევან ხაბეიშვილის განცხადება
ნაციონალურ მოძრაობაში კლანებს შორის დაპირისპირება დღითი დღრე მწვავდება. პარტიის თავმჯდომარეობის ერთერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელიას უპირიპირდება. მისი განცხადებით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, 63 რაიონია საქართველოში და ნიკა მელიამ „ამ დროისთვის ორი ორგანიზაცია ჩააგდო ასეთ უხერხულ მდგომარეობაში.
