სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
სომხური მხარე მზადაა მსგავსი შეხვედრისთვის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი შეხვედრა არ გამოიყურება განსაკუთრებით ეფექტურად და პერსპექტიულად. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში, საქართველოს პრემიერ მინისტრის, სომხეთის პრემიერ მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრის შესახებ საუბრისას სააგენტო „არსენ პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სომხეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამ მხრივი დიალოგის განვითარებით. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შესთავაზა სომხეთთან მოლაპარაკებების გამართვა თბილისში, უმაღლეს დონეზე, მაგრამ, მისი თქმით, ერევანმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში განაცხადა, რომ საქართველო, როგორც „ნეიტრალური და მიუკერძოებელი შუამავალი“, დაინტერესებულია სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით.
