მსახიობ ალეკ ბოლდუინს პატიმრობა ემუქრება
ნიუ მექსიკოს შტატის პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს არაგანზრახ, გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენოს. საუბარია კინო-ოპერატორის, ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობაზე, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, ფილმის გადასაღებ მოედანზე დაიღუპა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ალეკ ბოლდუინმა არ გაითვალისწინა უსაფრთხოების ზომები, როდესაც რეპეტიციის დროს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა. სწორედ ბოლდუინის ხელში არსებული იარაღიდან გასრლოლილ ტყვიას ემსხვერპლა ჰალინა ჰაჩინსი.
