ვითარება უკრაინაში
უკრაინის ომში გადამწყვეტი მომენტი დადგა, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ახლა კიევში რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდებათ. ლოიდ ოსტინმა დღეს გერმანიაში ამერიკულ ავიაბაზაზე, 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა. დასავლეთი უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო დახმარების მიწოდებას ჰპირდება, თუმცა გერმანიას ამ დრომდე არ თანხმდება უკრაინისთვის ლეოპარდ 2 ის ტიპის ტანკების გადაცემას. რამშტაინის ფორმატის მე-8 შეხვედრაზე სწორად ეს საკითხი გახდა საკვანძო.

სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები