საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება - გამოხმაურებები
ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კრემლი ასეთ თემებს მაშინ ,,გამოაგდებს“ როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის. და ამის დაშვება შეუძლებელია - წერს სალომე ზურაბიშვილი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობამ ქვეყნის რეპუტაციაზე უნდა იზრუნოს და ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს კატეგორიულად უპასუხოს. პრეზიდენტის განცხადებას, უკვე გამოეხმაურნენ, საპარლამენტო უმრავლესობაში.
