მასშტაბური ეკონომიკური პროექტები საქართველოში
პანელურ დისკუსიაზე, რომლის თემაც ევრაზიის შუა დერეფანი იყო, ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს მასშტაბური ეკონომიკური პროექტების კუთხით აქვს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა შეაჯამა ის ინფრასტრუტურული პროექტები, რომელსაც ხელისუფლება ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გასაზრდელად უკვე ახორციელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას კარგი ურთიერთობები აქვს რეგიონის ქვეყნებთან და რომ სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ინიციატივებისთვის, წარმატების საფუძველია.
