მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება "ტვიტერზე"
საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში, სტრატეგიული პარტნიორების წინაშე ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
