სროლა ქობულეთის საზოგადოებრივ ცენტრთან
ქობულეთში საზოგადოებრი ცენტრის ტერიტორიაზე სროლა იყო, ნატყვიარი ეტყობა შენობის შუშას. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ყვებიან, რომ გასროლამდე ქუჩაში რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი
