მასშტაბური ეკონომიკური პროექტები საქართველოში
პანელური დისკუსიაზე, რომლის თემაც ევრაზიის შუა დერეფანი იყო, ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს მასშტაბური ეკონომიკური პროექტების კუთხით აქვს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით.ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ ინფრასტრუტურული პროექტების თაობაზე რომელსაც ხელისუფლება ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გასაზრდელად უკვე ახორციელებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას კარგი ურთიერთობები აქვს რეგიონის ქვეყნებთან და რომ სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ინიციატივებისთვის, წარმატების საფუძველია,. მოდერატორის კითხვის პასუხად, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველოს ბიზნესგარემოსა და იმ რეიტინგებზეც ისაუბრა,სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს.
