საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი
ექვსი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული. საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა, საკუთარი სახლის აივნიდან, კორპუსის ეზოში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილია ხუთი ადამიანი. თავად თავდამსხმელმა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა, სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ყოფილი სამხედრო იყო, თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა, მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.
