შსს-ს სამძიმარი გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს
6 გარდაცვლილს შორის ერთი, შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელია. ის საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს - 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.
