პრემიერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს სრულდება. საქართველოს დელეგაცია მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრების მიზანი მსხვილი ინვესტორებისთვის საქართველოს ბიზნეს გარემოს გაცნობა იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ შეხვედრებს ხელშესახები შედეგები მოჰყვება.
