6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - რა მოხდა საგარეჯოში
ექვსი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული. საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა, საკუთარი სახლის აივნიდან, კორპუსის ეზოში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულებს შორის ერთი, შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელია. ის საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. თავად თავდამსხმელმა კი, სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება.
