საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური გაფიცვა დაიწყო
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. პროცესში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. საყოველთაო გაფიცვის გამო, დღეს პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში სატრანსპორტო სისტემა პარალიზებული იყო. დროებით დაიხურა საჯარო დაწესებულებები, მათ შორის სკოლები. შეფერხებით მუშაობენ აეროპორტებიც. გაფიცვის პარალელურად, რამდენიმე დიდ ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს მასშტაბური დემონსტრაციები.
