მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
„ბილიკიდან გზატკეცილამდე“ – ამ სახელწოდებით შედგა დავოსში ფინალური დისკუსია, სადაც საქართველოს პრემიერ-მისნიტრი, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანტან ერთად იყო წარმოდგენილი. სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება რომ ევროპისათვის მნიშვნელოივანია, ეს ამ ორგანიზაცის წარმომ ადგენელმა დადასტურა. აზერბაიჯანის ლიდერმა კი საქ. მთავრობის მეთაურის მედიაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღინიშნა. პოლიტიკურთან ერთად, ლიდერებისაგან, ცხადია, ეკონომიკური გზავნილებიც მოვისმინეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გაუსვა ხაზი და იმ სამომავლო პროექტებს, რომლებიც ქვეყნის მიმზიდველობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის