"ქართუ ფონდის" გადაწყვეტილებით, "ლაგუნა ვერეს" ტერიტორია თბილისის მერიას გადაეცემა
ქართუ ფონდის გადაწყვეტილებით, "ლაგუნა ვერეს" ტერიტორია თბილისის მერიას გადაეცემა. ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, თბილისის მერის თქმით, ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა. კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, პროექტის მხოლოდ გეგმარებითი დავალებაა წარმოდგენილი.
