უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ომში მყოფი ქვეყანა დახმარებას გვთხოვს. მმართველი გუნდის წევრებმა კი დღეს კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია, რომ ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ეს პოზიცია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დადასტურდა. სახელისუფლებო გუნდის წევრები აქვე განმარტავენ, რომ საქართველო აუცილებლად გაითვალისწინებს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.
