შვეიცარიაში პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა
შვეიცარიაში პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მართავს შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან და მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატით და გარემოთი. მისივე თქმით, პარალელურად, პრემიერი მონაწილეობს მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება.
