ერთ საათში დავოსში მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში მიიღებს მონაწილეობას
ზუსტად ერთ საათში დავოსში მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში მიიღებს მონაწილეობას. დისკუსიის თემა შუა დერეფანია. დისკუსიას ჩვენ პირდაპირი ეთერში შემოგთავაზებთ, მანამდე კი პრემიერ მინისტრის შეხვედრების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა, შეხვედრა გაიმართა ასევე საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის „დიპი ვორლდის“ თავმჯდომარესა და აღამასრულებელ დირექტორთან და ადანი გრუპის თავმჯდომარესთან.
