ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირშია- ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტში არის მოწოდება, რომ საქართველოს, პრიორიტეტების დაცვის შემთხვევაში, მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აღნიშნულია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში და მოუწოდებს ევროკავშირს, განაგრძოს მოთხოვნა, რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
