დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც უწმინდესი წყალს აკურთხებს.
