დავოსში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული დისკუსია ახალ ენერგო-რეალობას მიეძღვნა
დავოსში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული დისკუსია ახალ ენერგო-რეალობას მიეძღვნა. განიხილეს მსოფლიო ენერგოკრიზისის გამომწვევი მიზეზები და პრობლემის დაძლევის გზები. მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილებდა. ირაკლი ღარიბაშვილი, ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამსაც დაესწრო, სადაც ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
