მთავრობის მეთაური, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში, სხვა ლიდერებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას
მთავრობის მეთაური, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში, სხვა ლიდერებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვან დისკუსიაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იქნებიან აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ხოლო დისკუსიას მოდელირებას გაუწევს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი. თემა კი ეხება შუა დერეფანს.
