მსხვერპლთა დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა
იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან მოქალაქის უფლება შეილახა, სახელმწიფო მსხვერპლს დამატებით გარანტიებს სთავაზობს. მსხვერპლის უფლებების დასაცავად და ზეწოლისგან პრევენციის მიზნით შესაბამისი პროგრამა შეიქმნა, რომელიც უსაფრთხოების სხვა ზომებთან ერთად, პირადი დაცვის დანიშვნას, განგაშზე გამოძახებას და საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლას ითვალისწინებს. დოკუმენტი დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ დაამტკიცა. სახელმძღვანელო დოკუმენტი ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილია, რომელიც სამართალდარღვევების ეფექტიანად გამოძიებას ითვალისწინებს
სიუჟეტის ავტორი: საბა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
