ავიაკატასტროფა ბროვარში
ბროვარში ავიაკატასტროფის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს და იუწყება, რომ ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე. დაღუპულებს შორის არის ერთი ბავშვიც. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია, გამოძიება რამდენიმე შესაძლო ვერსიაზე მუშაობს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
