უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულია 16 ადამიანი. მათ შორის არის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი. დაღუპულია 3 ბავშვი.
