ომი უკრაინაში
დონეცკის რეგიონში რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. ყველაზე ცხელი წერტილი, სოლედარის შემდეგ, ახლა ბახმუტია. რუსული ჯარები ქალაქს შემოგარენიდან უტევენ და მის აღებას ცდილობენ. იერიშები გრძელდება უკრაინის სხვა ტერიტორიების მიმართულებითაც, მთელი ღამის განმავლობაში, დარტყმების სამიზნე იყო ხერსონი.
