უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
უკრაინაში, ქალაქ ბროვარში, ავიაკატასტროფის შედეგად, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დაიღუპნენ. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრაგედიის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 29 ადამიანი, მათგან 15 ასევე ბავშვია.
